Digest Logo

პამელა ანდერსონმა ლიამ ნისონთან რომანის შესახებ ისაუბრა

1765360233
პამელა ანდერსონი

პამელა ანდერსონმა დაადასტურა, რომ ლიამ ნისონს ხვდებოდა. ამ თემაზე 58 წლის მსახიობმა PEOPLE-თან ინტერვიუში ისაუბრა.

მისი თქმით, რომანტიკული ურთიერთობა მასა და 73 წლის ნისონს შორის ფილმ „შიშველი პისტოლეტის“ გადაღებების შემდეგ დაიწყო.

„მე და ლიამს ხანმოკლე რომანტიკული ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ ფილმის გადაღებების დასრულების შემდეგ“, - განაცხადა ანდერსონმა და ნისონთან ერთად გატარებული რომანტიკული კვირის დეტალები გაიხსენა.

მისივე თქმით, საბოლოო ჯამში მათ გადაწყვიტეს, რომ მეგობრობა რომანტიკულ ურთიერთობაზე უკეთ გამოსდით და დაშორდნენ, თუმცა ერთმანეთისადმი თბილი დამოკიდებულება შეინარჩუნეს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ასტროლოგებმა დაასახელეს იმ ადამიანების დაბადების თარიღები, რომლებსაც 2026 წელს ფინანსური წარმატების ყველაზე მეტი შანსი აქვთ

🎥 ვის მივმართოთ თუ დამსაქმებელი ჩვენს უფლებებს არღვევს - დამატებითი სამუშაო საათების დავალდებულება და მუშაობის კანონით განსაზღვრული დრო

10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა

წყარო: imedinews.ge