პარიზის მეტროში კაცი სამ ქალს ცივი იარაღით დაესხა თავს და ჭრილობები მიაყენა.
როგორც „დოიჩე ველე“ იტყობინება, შემთხვევა პარიზის სხვადასხვა მეტროსადგურში მოხდა.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ეჭვმიტანილმა ორ ქალს ჭრილობები ზურგის არეში მიაყენა, ერთს კი ფეხზე აქვს მიყენებული. დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ეჭვმიტანილი 25 წლის მალის მოქალაქეა. ახალგაზრდა კაცი სექსუალური თავდასხმისა და ქურდობისთვის 2024 წელს იყო დაკავებული.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ბედი თქვენს პარტნიორზე გადის“ - 2026 წლის ჰოროსკოპი გველის წელში დაბადებულებისთვის
⭕„განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ ვირთხის წელს დაბადებულებმა!...“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი
წყარო: shenihoroskopi.ge