Digest Logo

პარიზის ოლიმპიადის წინ საფრანგეთის რკინიგზაზე დივერსიები მოხდა

1721986144
მატარებელი საფრანგეთი

საფრანგეთის სწრაფი მატარებლების ხაზებზე დივერსიები მოხდა, მათ შორის საუბარია ცეცხლის გაჩენაზე. ამის გამო საფრანგეთის ატლანტიკურ, ჩრდილოეთის და აღმოსავლეთ ხაზებზე მატარებლები შეფერხებით მოძრაობს.

ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.  

„ეს არის მასშტაბური შეტევა საფრანგეთის რკინიგზის მუშაობის პარალიზების მიზნით. გარკვეული მატარებლები გაუქმებულია და სიტუაცია მინიმუმ რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება, ვიდრე პრობლემების აღმოფხვრა არ მოხდება“, - განაცხადეს საფრანგეთის რკინიგზის ნაციონალურ კომპანიაში. მისი ინფორმაციით, სამხრეთ-აღმოსავლეთის ხაზი არ დაზიანებულა, რადგანაც პრევენციული ღონისძიებები გატარდა.

საფრანგეთის რკინიგზა მოუწოდებს მგზავრებს, რომ მატარებლით გამგზავრებისგან შეძლებისდაგვარად თავი შეიკავონ და სადგურებისგან თავი შორს დაიჭირონ.

ტერაქტები იმ მომენტში მოხდა, როდესაც პარიზი ოლიმპიადის გახსნისთვის ემზადება. მასში 7 500 სპორტსმენი მონაწილეობს და 300 000 მაყურებელი დაესწრება.