Digest Logo

პარიზში ოლიმპიური ცეცხლი აინთო

1722005975
პარიზიპარიზი

საფრანგეთის დედაქალაქის ქუჩებში ოლიმპიური ჩირაღდნით ტრადიციული მსვლელობა მოეწყო, რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი დაესწრო.

უშუალოდ მსვლელობაში კი ჩართულები იყვნენ: რეპერი სნუპ დოგი, მსახიობი სელმა ჰაიეკი, ყოფილი ფეხბურთელი ტიერი ანრი, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახი, გაეროს ყოფილი გენერალური მდივანი პან გი მუნი

2024 წლის ოლიმპიურ თამაშებს საფრანგეთის დედაქალაქი 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს.

ჩირაღდნის დიზაინი მეტიუ ლეანოს ეკუთვნის.

„ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ამ ობიექტში ერთგვარი სიმშვიდის პოვნა, რადგან ჩირაღდანი პარიზის ოლიმპიადის ერთგვარი გასაღებია. მისი ალით მთავარ ოლიმპიური ცეცხლი აინთება და თამაშებიც სწორედ ამ მოვლენით გაიხსნება. ჩირაღდანი ერთიანობის სიმბოლოა. ამასვე გვეუბნება მისი ფორმა“, – აცხადებს ჩირაღდნის დიზაინერი.

2024 წელს ჩირაღდანი საბერძნეთში აინთო და 68-დღიანი მოგზაურობის შემდეგ, 14 ივლისს, ბასტილიის აღების დღეს პარიზს მიაღწია. გზად კი, 400 ქალაქი გაიარა.

ნარჩენი ფოლადისგან დამზადებული ჩირაღდანი 1.5 კილოგრამს იწონის. სიმაღლეში 70 სანტიმეტრია. მისი დიზაინი მდინარის ტალღების სტილშია გადაწყვეტილი, რადგან გახსნის ცერემონია მდინარე სენაზე გაიმართება.