
პარიზში, შანზ-ელიზეს მოედნის მახლობლად ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის შემდეგ მანქანა ხალხში შევარდა. გულშემატკივრები ფრანგული კლუბის „პსჟ“-ს ფინალში გასვლას აღნიშნავდნენ. ამის შესახებ Le Parisien-ი იტყობინება.
როგორც მედიასაშუალება წერს, სულ მცირე, სამი გულშემატკივარი დაშავდა.
პოლიციამ აღნიშნა, რომ დაზარალებულებს შორის იყო არასრულწლოვანი, რომელიც კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ინციდენტის შემდეგ, ათობით გულშემატკივარი დაედევნა მანქანას, რომელიც მოგვიანებით შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე მეტრში დამწვარი იპოვეს.
🇫🇷 Moment when a car drives into sea of people at Champs-Elysées amid Paris Saint-Germain Champions League soccer win. At least 3 people injured, 1 critical — reports pic.twitter.com/I6eTjQHWgs
— CAIN66X92 (@XTechPulse) May 8, 2025
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ლიამ პეინს 24 მილიონ ფუნტზე მეტი ქონება დარჩა - მას ანდერძი არ დაუტოვებია