
ცნობილი მუსიკალური ჯგუფის, One Direction-ის ყოფილ წევრს, ლიამ პეინს რომელიც გასულ წელს არგენტინაში 31 წლის ასაკში გარდაიცვალა, ანდერძი არ დაუტოვებია.
ბრიტანული კანონმდებლობის მიხედვით, თუ ადამიანი გარდაიცვალა ანდერძის გარეშე და მას არ ჰყავს ცოლი ან სამოქალაქო პარტნიორი, მისი ქონება, ჩვეულებრივ, გადაეცემა შვილებს.
ლიამ პეინი არასდროს ყოფილა დაქორწინებული, თუმცა მას და Girls Aloud-ის ყოფილ მომღერალს, შერილ კოულს, ჰყავთ საერთო შვილი – ბეარი, რომელიც ახლა 8 წლისაა.
ამჟამად მის ქონებას შერილი და მომღერლის იურისტი, რიჩარდ ბრეი განკარგავენ, თუმცა, შეზღუდული უფლებამოსილებით.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორ აღნიშნა ხვიჩა კვარაცხელიას ოჯახმა „პსჟ-ს“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა - ფოტოები
⭕„ჩვენ „ფერმერთა ლიგა“ ვართ, მაგრამ ხანდახან ვიგებთ“ - ლუის ენრიკე