
დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის უსაფრთხოების საგამოძიებო სამსახური (HSSIB) აცხადებს, რომ ყოველწლიურად ათასობით ადამიანი სეფსისით იღუპება. ინფორმაცია „გარდიანი“ ავრცელებს.
მათი შეფასებით, მხოლოდ დიდ ბრიტანეთში სეფსისი 48,000-მდე სიკვდილის მიზეზია წელიწადში, ხოლო მინიმუმ 10,000 მათგანი შეიძლება თავიდან ყოფილიყო აცილებული.
ექსპერტები ამბობენ, რომ პაციენტების მდგომარეობის გაუარესების ნიშნებს სამედიცინო პერსონალი ხშირად ვერ ამჩნევს დროულად, რის გამოც მკურნალობა იგვიანებს.
აღინიშნება ის შემთხვევებიც, როდესაც ოჯახის წევრები სეფსისის სიმპტომებზე მიუთითებდნენ, მაგრამ მედიკოსებმა მათი გაფრთხილება უგულებელყვეს.
ჯანდაცვის ომბუდსმენი და ექსპერტები მოუწოდებენ კლინიკებს, გააუმჯობესონ დიაგნოსტიკა და გადაიღონ თავიანთი მიდგომები პაციენტებისა და მათი ახლობლების მიმართ - რადგან სეფსისი კიდევ მრავალი სიცოცხლის ფასად დაუჯდება ქვეყანას.