Digest Logo

პუტინმა არჩევნებში გაიმარჯვა

1710742777
ვლადიმერ პუტინი პრეზიდენტი

ვლადიმერ პუტინმა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. ბიულეტენების 98%-ის დათვლის შემდეგ მან ამომრჩეველთა ხმების 87,7% მიიღო.

ამის შესახებ რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია იუწყება. ინფორმაციას „ინტერფაქსი“ ავრცელებს.

მეორე ადგილზე რუსეთის სახელმწიფო დუმის წევრი ნიკოლაი ხარიტონოვი გავიდა - 4,3%, მესამეზე კი დუმის ვიცე-სპიკერი, ვლადისლავ დავანკოვი გავიდა. მან ხმათა 3,8% მიიღო.

დუმის კიდევ ერთმა წევრმა ლეონიდ სლუცკიმ, რომელიც მეოთხე ადგილზე გავიდა, 3,1% მიიღო.

საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში 15-17 მარტს გაიმართა. ოფიციალურ წინასწარ შედეგებს რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია 18 მარტს გამოაქვეყნებს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 ქეთი ხატიაშვილი ახალდაბადებულ შვილთან ერთად ქუჩაში გამოჩნდა - „არ ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადოთ“

🎥 „ავარიის შედეგად დავკარგე თითები, მხედველობა, სახის ძვლები დამემტვრა... ყველამ მიმატოვა, საჭესთან ვინც იჯდა, იმ მეგობარმა საერთოდ არც მომიკითხა“ - მარიამ ტატანაშვილი

🎥 ციცინო შურღაია მარიამ ტატანაშვილს ყველა საჭირო პლასტიკურ ოპერაციას უსასყიდლოდ გაუკეთებს