Digest Logo

პუტინმა მერკელს ლაბრადორისთვის ბოდიში მოუხადა, რომელმაც გერმანიის ყოფილი კანცლერი შეაშინა

1732864487
პუტინი და ანგელა მერკელი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საჯაროდ ბოდიში მოუხადა გერმანიის ყოფილ კანცლერს, ანგელა მერკელს იმ ფაქტისთვის, რაც სოჭში 2007 წელს მათი შეხვედრის დროს მოხდა. მაშინ შეხვედრაზე ლაბრადორი, სახელად კონი შეუშვეს, რომლის მერკელს ძალიან ეშინია. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

„კიდევ ერთხელ ვამბობ, ანგელა, მაპატიე, არ მინდოდა, რომ შენთვის სულიერი ტკივილი მომეყენებინა. პირიქით, მსურდა, ჩვენი საუბრის დროს კეთილგანწყობის ატმოსფერო შემექმნა. ბოდიშს ვიხდი“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ეს საკითხი ახლა აქტუალური გახდა იმის გამო, რომ აღნიშნული ფაქტი ანგელა მერკელის მემუარებში შევიდა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა. გერმანიის ყოფილი კანცლერი ფიქრობს, რომ პუტინმა შეხვედრაზე ძაღლი შეგნებულად შეუშვა, რადგანაც რუსული მხარე მერკელის მიერ ძაღლების მიმართ შიშის შესახებ გაფრთხილებული იყო. პუტინი კი ირწმუნება, რომ მერკელის ამ შიშის შესახებ მან არ იცოდა.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ჩემთვის ბევრ რამესთან ასოცირდება... პირველ რიგში კი ხელოვნებასთან...“ - რას ფიქრობს მსახიობი თაკო ჭანუყვაძე სილამაზეზე?

⭕„გემოვნებიანი და შარმიანი...“ - ანი ჯავახი ახალ ფოტოებს გვიზიარებს

🎥 როგორ დავიცვათ სასუნთქი გზები სეზონური ინფექციებისგან - ექიმის რჩევები