Digest Logo

ქორწილის ღამეს, 23 წლის გოგონას შიშველი ცხედარი კორპუსთან იპოვეს - პეტერბურგში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

1722423675
 23 წლის გოგონას შიშველი ცხედარი კორპუსთან იპოვეს

27 ივლისს ტრაგედია მოხდა პეტერბურგში. 23 წლის გოგო გათხოვებიდან რამდენიმე საათში გარდაცვლილი იპოვეს.

26 ივლისს სანქტ-პეტერბურგელმა წყვილმა ნანატრი ქორწილი აღნიშნა.

თუმცა, ქორწილის ღამე ტრაგედიად იქცა - გავრცელებული ინფორმაციით, ვარშავსკაიას ქუჩაზე მე-15 სართულის ბინის ფანჯრიდან 23 წლის გოგონა გადავარდა. ცოლის დასახმარებლად ქმარი მივიდა, სასწრაფო გამოიძახა, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

პოლიციის ცნობით, მომხდარის შესახებ შეტყობინება მათ 27 ივლისს, 08:48 საათზე მიიღეს.

გოგოს შიშველი ცხედარი მაღალსართულიანი შენობის ფანჯრების ქვეშ იპოვეს. მას მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა.

სამართალდამცველების ინფორმაციით, გოგონა ტრაგედიის დროს ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

ახალდაქორწინებულთა მეზობლები ასევე აღნიშნავენ, რომ შეყვარებულები ხშირად ჩხუბობდნენ, მათი ბინიდან გინება და ყვირილი ისმოდა. თუმცა ქმარი ყველაფერს უარყოფს. ის ამტკიცებს, რომ მის მეუღლეს ნერვული აშლილობა ჰქონდა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „ცოტამ თუ იცის, რა არის ნამდვილი სოფელი...“ - რას წერს გიორგი კეკელიძე

🎥 „მოუთმენლად ველოდებით სექტემბრის დადგომას, რომ თქვენთან ერთად ვიფუსფუსოთ“ - ნანუკა გულუა და სალომე შარვაძე ახალი სეზონიდან „ჩვენი ოჯახის“ დიდ გუნდს უერთდებიან

⭕ტრაგედია ცნობილი თურქი მსახიობის ოჯახში - „ამიერიდან ცხოვრება ჩემთვის მუდამ მწარე და არასრული იქნება“

წყარო: www.dailymail.co.uk