Digest Logo

რიჩარდ გირის 11 მილიონი დოლარის ღირებულების სახლი კონექტიკუტში დაანგრიეს

1756824997
რიჩარდ გირი

75 წლის რიჩარდ გირი გასულ წელს მეუღლესთან, ალეხანდრა სილვასთან და შვილებთან ერთად ესპანეთში გადავიდა საცხოვრებლად. იქამდე კი კონექტიკუტის შტატის ქალაქ ნიუ-კენაანში მდებარე სასახლე გაყიდა. სასახლე, დაახლოებით, 11 მილიონ დოლარად გაიყიდა.

ახლახან კი გამოცემა PEOPLE-მა ექსკლუზიური კადრები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ ახალმა მფლობელებმა სასახლე დაანგრიეს და იქ სხვა ნაგებობების აშენება გადაწყვიტეს.

ექსკლუზიურ კადრებში ჩანს, რომ 1930-იანი წლების შენობა იქ, სადაც იყო, აღარ დგას. ცნობილია, რომ ტერიტორიის ახალმა მფლობელებმა სასახლის დემონტაჟამდე დაინტერესებულ მხარეებს იქ არსებული ისტორიული ნივთების გატანის შესაძლებლობა მისცეს.

მიუხედავად იმისა, რომ რიჩარდ გირმა და ალეხანდრა სილვამ სასახლე გაყიდეს და ესპანეთში გადავიდნენ საცხოვრებლად, რიჩარდ გირმა ინტერვიუში აღიარა, რომ რამდენიმე წელიწადში ამერიკაში დაბრუნებას გეგმავენ.

წყვილს ორი საერთო ვაჟი - 6 წლის ალექსანდერი და 5 წლის ჯეიმსი. ალეხანდრას ყოფილი მეუღლისგან, გოვინდ ფრიდლენდისგან 11 წლის ვაჟი, ალბერტი ჰყავს. რიჩარდ გირს კი ყოფილი ცოლისგან, კერი ლოუელისგან 25 წლის ვაჟი, ჰომერი.

ალეხანდრა სილვა და რიჩარდ გირი ოფიციალურად 2018 წელს დაქორწინდნენ. სასახლე, რომელსაც 6 საძინებელი, 11 სააბაზანო, არაერთი კეთილმოწყობილი სივრცე და დასასვენებელი ადგილი ჰქონდა, 2022 წელს 10,8 მილიონ დოლარად შეიძინეს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ ლუკა ლოჩოშვილის მეუღლე ახალ კადრებს კახეთიდან აქვეყნებს - „არაჩვეულებრივი გოგო“

⭕„ძალიან დიდი დანაკლისია...“ - თეა წულუკიანი მანანა მენაბდეს ემშვიდობება და სამძიმრის წერილს აქვეყნებს

⭕ მიქაუტაძე ლა ლიგის 2025/26 წლების 5 ყველაზე ძვირად ღირებული ზაფხულის ტრანსფერების სიაში მოხვდა

წყარო: www.beaumonde.ge