
1-ელ სექტემბერს, თბილისის დროით 22:00 საათზე, ესპანეთის ლა ლიგაში ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ოფიციალურად დაიხურა. გთავაზობთ გაეცნოთ ესპანეთის ჩემპიონატში ამ ზაფხულის ხუთ ყველაზე ძვირად ღირებულ გარიგებას.
ლა ლიგის 5 ყველაზე ძვირად ღირებული ტრანსფერი 2025/2026 წლების სეზონის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში:
✔️ დინ ჰაუსენი - ბორნმუთიდან რეალ მადრიდში, 62.5 მილიონი ევრო
✔️ ალვარო კარერასი - ბენფიკადან რეალ მადრიდში, 50 მილიონი ევრო
✔️ ფრანკო მასტანტუონო - რივერ პლეიტიდან რეალ მადრიდში, 45 მილიონი ევრო
✔️ ალექს ბაენა - ვილიარეალიდან ატლეტიკოში, 42 მილიონი ევრო;
✔️ ჟორჟ მიქაუტაძე - ლიონიდან ვილიარეალში, 31 მილიონი ევრო
სამი ტურის შემდეგ, ლა ლიგის ცხრილს ცხრა ქულით მადრიდის „რეალი“ ლიდერობს, ბილბაოს „ატლეტიკი“ იმავე რაოდენობის ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო „ვილიარეალი“ და „ბარსელონა“, ასევე, პირველ ოთხეულში არიან (შვიდი ქულა).
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„თუ ადამიანი თვითონ არ მიხვდა - რამდენიც გინდა ელაპარაკე...“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
🎥 „5 დღე, 5 განწყობა, 5 ტუჩსაცხი“ - ანუკი არეშიძის მოდური ლუქები