
76 წლის ასაკში ცნობილი ქართველი მუსიკოსი და რეჟისორი, მანანა მენაბდე გარდაიცვალა. ხელოვანის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მისმა ოჯახმა გაავრცელა.
მენაბდე მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა ქართულ კულტურაში, როგორც მუსიკის, ისე თეატრალური ხელოვნების მიმართულებით. მისი შემოქმედება არაერთ მნიშვნელოვან პროექტთან და კონცერტთან არის დაკავშირებული.
სამწუხარო ამბავს სოციალურ ქსელში ქართველი პოლიტიკოსი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი, თეა წულუკიანი ეხმაურება და მწუხარებას გამოთქვამს:
„ძალიან დიდი დანაკლისია ქალბატონი მანანას გარდაცვალება ჩვენი ქვეყნისთვის. ადამიანურად კი - უდიდესი ტკივილი. ძალიან ვწუხვარ“, - წერს თეა წულუკიანი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ მიქაუტაძე ლა ლიგის 2025/26 წლების 5 ყველაზე ძვირად ღირებული ზაფხულის ტრანსფერების სიაში მოხვდა
⭕„თუ ადამიანი თვითონ არ მიხვდა - რამდენიც გინდა ელაპარაკე...“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე