Digest Logo

რკინიგზის სადგურზე მომხდარი ჭყლეტის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა - შემთხვევა ინდოეთში მოხდა

1739709423
რკინიგზის სადგური

ინდოეთში, ნიუ-დელის რკინიგზის სადგურზე მომხდარი ჭყლეტის შედეგად, სულ მცირე, 15 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას daily mail-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, რკინიგზის სადგურზე ორი მატარებელი დაგვიანებით მივიდა და მატარებლებში მოხვედრას დიდი რაოდენობით მგზავრი ცდილობდა, რამაც ჭყლეტა გამოიწვია. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილებს შორის 10 ქალი და 3 ბავშვია.

ცნობისთვის, ათასობით მორწმუნე მატარებლებში მოხვედრას ცდილობდა, რომლებიც პრაიაგრაჯის დროებით დასახლებაში მიემართებოდნენ, სადაც Maha Kumbh-ის ფესტივალი უნდა გაიმართოს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„აეროგრილის არასწორი გამოყენება შესაძლოა საფრთხის შემცველი იყოს!“ - გიორგი ფხაკაძის რჩევები

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში?

⭕„ბავშვები კარის მეზობლები იყვნენ ძმაკაცობდნენ, ხალხმა რომ გავიგეთ, ყველა დავნაწილდით და ვეძებდით, თავისმა ბაბუამ ამოიყვანა“ - რას ჰყვებიან ადგილობრივები ბათუმში მომხდარ ტრაგედიაზე