
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 10 თებერვალს საქართველოში ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი.
meteo.gov.ge-ის ცნობით, დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან წვიმა, მთაში თოვლი. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +1, +6°, დღისით +7, +12°; მთაში ღამით -5, 0°, დღისით +2, +7°; მაღალ მთაში ღამით -10, -5°, დღისით -1, +4°.
აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით -5, 0°, დღისით +7, +12°; მთაში ღამით -10, -5°, დღისით +2 +7°; მაღალმთაში ღამით -12, -7°, დღისით -2, +3°.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: