Digest Logo

რობ რაინერის შვილს მშობლების მკვლელობისთვის ბრალი წაუყენეს - ცნობილია, რა სასჯელი ელის მას

1765956882
რობ რაინერის შვილი

ამერიკელი რეჟისორის რობ რაინერისა და მისი მეუღლის, მიშელის ვაჟს, ნიკ რაინერს, რომელიც მშობლების მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, ბრალი პირველი ხარისხის მკვლელობის ორი მუხლით წაუყენეს.

როგორც ლოს-ანჯელესის ოლქის პროკურორმა, ნეითან ჰოკმანმა განაცხადა, ბრალდებები მაქსიმალურ სასჯელს – სამუდამო პატიმრობას პირობით ვადამდე გათავისუფლების შესაძლებლობის გარეშე ან სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს.

პროკურორის განცხადებით, ჯერ არ არის მიღებული გადაწყვეტილება, მოითხოვენ თუ არა მის სიკვდილით დასჯას.

მისივე თქმით, ნიკ რაინერს ასევე ედება ბრალი საშიში და სასიკვდილო იარაღის პირადი მოხმარებისთვის გამოყენებაში.

მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 რა ასაკიდან უნდა მივიდეს ბავშვი ტაძარში? - სასულიერო პირის განმარტება

⭕„ახლა საქათმე ცარიელია, ბებიაჩემი მზე რომ ღრუბელს მღვრიედ ატყვია, იმ ღრუბლის მიღმა...“ - გიორგი კეკელიძე ბარბარობაზე

⭕„ნებისმიერი წამოწყება წარმატების დიდ შანსებს იძლევა...“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი

წყარო: newshub.ge