ჰოლივუდის ვარსკვლავი რობერტ დე ნირო იტალიური გამოცემის L'Officiel ახალი ნომრის მთავარი გმირია. 83 წლის მსახიობი კამერის წინ ამჯერად სამ საყვარელ ძაღლთან ერთად წარდგა.
ფოტოსესია მყუდრო გარემოში, ბუხრის ფონზე გაიმართა. დე ნირომ კლასიკური და სადა სამოსი შეარჩია. ერთ-ერთ კადრში ის მუქი ფერის პოლოსა და კარდიგანში პოზირებს, კიდევ ერთ კადრში კი ნაცრისფერი მაღალყელიანი სვიტერი აცვია. ფოტოსესიის სხვა კადრებში მსახიობი თეთრ პერანგსა და შავ შარვალში, ასევე მაღალყელიან სვიტერსა და ნაცრისფერ პიჯაკში გამოჩნდა.
განსაკუთრებული ყურადღება მსახიობის ოთხფეხა მეგობრებმა მიიპყრეს. დე ნირო სამ ძაღლთან ერთად პოზირებდა, რომელთა სახელებია: ჰენრი, ჯონი და ბობი. ერთ-ერთ ფოტოში მსახიობს პატარა, წითური ძაღლი ხელში ჰყავს აყვანილი, სხვა კადრებში კი მისი ოთხფეხა მეგობრები გვერდით მოკალათებულან.
ფოტოსესიის ავტორი ფოტოგრაფი ჩარლი გრეია. ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში რობერტ დე ნირომ საკუთარ კარიერაზე, კომედიურ როლებსა და პოპულარული ფრენჩაიზის, „შეხვედრა ფოკერებთან“, გაგრძელებაზე მუშაობაზეც ისაუბრა.


⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „არ დახარჯო ფული პრესტიჟსა და „მარიაჟობაში“ - რას ამბობს ფინანსისტი დავით აბაშიძე
⭕ მთვარე კირჩხიბში: ვისთვის არის 27 ნოემბერი განსაკუთრებით ხელსაყრელი
წყარო: www.lofficielibiza.com