მოდელმა ალექსანდრა პაიჭაძემ სოციალურ ქსელში ემოციური მიმართვა გამოაქვეყნა, სადაც ღალატსა და მძიმე დამოკიდებულებაზე საუბრობს.
ალექსანდრა პაიჭაძე წერს, რომ იმ ადამიანმა, ვისი იმედიც მას და ვიკის ჰქონდათ, მოატყუა და უღალატა. შემდეგ პოსტში კი მწვავედ აკრიტიკებს მას, ვინც შვილების დედას ცხოვრებას ურთულებს.
„დიდი ისტორია მოკლედ:
მე და ვიკის, ვისი იმედიც გვქონდა, იმან მოგვატყუა, გვიღალატა და გვიმტყუნა. ეს კი არასოდეს დაგვავიწყდება, არც ჩვენ, არც ღმერთს“, - დაწერა ალექსანდრა პაიჭაძემ.
ამის შემდეგ ალექსანდრა პაიჭაძემ „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე მორიგი მიმართვა გაავრცელა:
„თუ ოდესმე გიცდია, შენი შვილების დედა ფინანსურად „გაგეჭირვებინა” მხოლოდ იმისთვის, რომ მისთვის ცხოვრება გაგერთულებინა, შენ ამ პლანეტაზე მცხოვრებ ერთ-ერთ ყველაზე დიდ არარაობას წარმოადგენ.
წარმოიდგინე, რა დონეზე უნდა იყო დაცემული, რომ თავი კაცად იგრძნო მხოლოდ იმით, რომ საკუთარი შვილების დედას ცხოვრებას ურთულებ.
უბრალოდ სამარცხვინოა! სამარცხვინო ხარ!
თითო სირცხვილი ყველას გვყოლია ცხოვრებაში გოგოებო. გამოტყდით“, - წერს ალექსანდრა პაიჭაძე.

ალექსანდრა პაიჭაძე ქართული მედიასივრცისა და სოციალური ქსელების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და განხილვადი სახეა - მოდელი, ტელეწამყვანი და ინფლუენსერი, რომელიც წლების განმავლობაში საზოგადოების ყურადღების ცენტრშია როგორც პროფესიული საქმიანობით, ისე პირადი ცხოვრებითა და გულახდილი პოსტებით.
მას ორი შვილი ჰყავს. პირველი შვილი, დემეტრე, წინა ურთიერთობიდან შეეძინა, ხოლო მეორე - ქალიშვილი ვიქტორია (ვიკი) - ბიზნესმენ დავით კოდუასთან ურთიერთობისას გაუჩნდა. ალექსანდრა და დავით კოდუა წლების განმავლობაში ერთად იყვნენ და მათი ურთიერთობა, დაშორება თუ შერიგება არაერთხელ გამხდარა მედიისა და სოციალური ქსელების მთავარი განხილვის თემა. წყვილი რამდენიმე თვეა დაშორებულები არიან, ამის შესახებ ალექსანდრა სოციალურ ქსელშიც საუბრობდა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „არ დახარჯო ფული პრესტიჟსა და „მარიაჟობაში“ - რას ამბობს ფინანსისტი დავით აბაშიძე
⭕ მთვარე კირჩხიბში: ვისთვის არის 27 ნოემბერი განსაკუთრებით ხელსაყრელი