გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 8 ივლისს საქართველოს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. აღმოსავლეთ საქართველოში, კონკრეტულად კი კახეთის რეგიონში, 9 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე ნავარაუდევია ძალიან ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლოა აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, კახეთის რეგიონის პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
სინოპტიკოსების ვარაუდით, საქართველოს მასშტაბით 9 ივლისიდან გამოიდარებს და ტემპერატურაც მოიმატებს.
⭕ ასევე დაგაინტერესეთ:
⭕„ყურადღებით მოუსმინე სხვებს, შეიძლება საინტერესო შეთავაზება მიიღო“ - 8 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი