Digest Logo

რომის პაპმა მძიმე რესპირატორული შეტევა გადაიტანა და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფებოდა - ვატიკანი

1740831662
რომის პაპი

რომის პაპმა ფრანცისკმა მძიმე რესპირატორული შეტევა გადაიტანა. ექიმებმა ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე გადაიყვანეს და მისი მდგომარეობის დასტაბილურება შეძლეს, - ნათქვამია ვატიკანის ოფიციალურ განცხადებაში.

ექიმების თქმით, მათ რომის პაპის მდგომარეობის უკეთ შეფასებისთვის 24-დან 48-მდე საათი სჭირდებათ.

რომის პაპი ორმხრივი პნევმონიით საავადმყოფოში ორი კვირის წინ მოათავსეს.

ცნობისთვის, არგენტინელი პონტიფიკოსი რომის კათოლიკურ ეკლესიას თითქმის 12 წელია უდგას სათავეში. როგორც ცნობილია, მას 21 წლის ასაკში ცალი ფილტვი ამოაჭრეს გადატანილი დაავადების გამო. ამ მიზეზით, რესპირატორული ინფექციების მიმართ მისი ორგანიზმი მეტად მგრძნობიარეა და გართულების მეტი რისკი აქვს.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „მაგარ კაცს შეიძლება რამდენიმე ქალიც ჰყავდეს, მაგრამ ამას ვერც ერთი ქალი ვერ წარმოიდგენს ვერასოდეს და ვერც ერთი ვერ დარჩება ნაეჭვიანები“ - ნუცა შანშიაშვილი ეჭვიანობაზე

⭕„თეთრ სახლში რაც მოხდა, ბევრ რამეზე მეტყველებს - არის შესაძლებლობა, ვისმა პროგნოზმაც არ გაამართლა, აღიაროს და ამით ნაბიჯი გადაიდგას ურთიერთპატივისცემისკენ“ - ანდრია ჯაღმაიძე

⭕„გამორჩეულები“ - „ცეკვავენ ვარსკვლავები“ მეცამეტე სეზონის გამარჯვებული წყვილის ახალ ფოტოებს აქვეყნებს