რომის პაპს ლეო XIV-ს პერუს დედაქალაქ ლიმაში ვიზიტის დროს, წირვის დაწყებამდე სპეციალური მანქანით გადაადგილებისას, პატარა კრიალოსანი სახეში ესროლეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
„პონტიფიკოსს პატარა კრიალოსანი მოხვდა სახეში, მაშინ როდესაც ბოლო წირვის დაწყებამდე მორწმუნეებს ესალმებოდა“, - წერს რადიო RPP.
RPP-ის ცნობით, ინციდენტს გავლენა არ მოუხდენია წირვის გაგრძელებაზე.
პერუში რომის პაპის ხუთდღიანი ვიზიტი დასრულდა, რომელსაც დაახლოებით 1,5 მილიონი ადამიანი დაესწრო.
აღსანიშნავია, რომ რომის პაპი პერუში 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 რატომ არ უნდა ვისხდეთ დიდხანს უნიტაზზე ტელეფონით ხელში? - ლევან რატიანის გაფრთხილება!
⭕კარმული დღე, რომელიც ძველ კონფლიქტებს გააღვიძებს - რას გვიმზადებს 17 ნოემბერი?
წყარო: newshub.ge