Digest Logo

რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პუტინი პრეზიდენტობის კანდიდატად დაარეგისტრირა

1706525011
პუტინი

რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატად დაარეგისტრირა.

ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ წერს.

პუტინი მეხუთე ვადით იყრის კენჭს. კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების შემდეგ პუტინს მეხუთე და მეექვსე ვადითაც პრეზიდენტად არჩევა შეუძლია.

პუტინს 300 ათასი ხელმოწერა უნდა შეეგროვებინა. ხელმოწერების 0,15% გაბათილდა. ეს 5%-ზე ნაკლებია, რომლის დროსაც კანდიდატს შეიძლება რეგისტრაციაზე უარი ეთქვას.

ხელმოწერების შეგროვება მრავალი დარღვევით მიმდინარეობდა. ასე, მაგალითად, სანკტ-პეტერბურგში ამომრჩეველთა ხელმოწერებს საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები აგროვებდნენ, რაც კანონის დარღვევაა.

პუტინი პრეზიდენტობის მეოთხე კანდიდატია. მანამდე პრეზიდენტობის კანდიდატებად დარეგისტრირდნენ ვლადისლავ დავანკოვი, ნიკოლაი ხარიტონოვი და ლეონიდ სლუცკი. საერთო ჯამში კი რუსეთის პრეზიდენტად კენჭისყრას 11 კანდიდატი გეგმავს.

ექსპერტების აზრით, რუსეთის დღევანდელ პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს რეალური კონკურენტი არ ჰყავს და არჩევნები უბრალო ფორმალობაა. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„16 წლის გოგონები „ინსტაგრამზე“ რა ფოტოებს დებენ, მშობლები სად არიან სძინავთ?...“ - რას წერს რეპერი მასტერი?

⭕„დედამიწა პოზიტიურ ენერგოველში შედის... ოთხშაბათს მოიმატებს ჭორების და ცილისწამების ალბათობა“ - ასტროლოგი კვირის მნიშვნელოვან მოვლენებზე

🎥 გრანდიოზული ტორტი, ცნობილი სტუმრები და ქალთევზას ფორმაში გამოწყობილი ანნა სულაბერიძე - კადრები დაბადების დღიდან