Digest Logo

რუსეთმა მომღერალ ჯამალაზე ძებნა გამოაცხადა - რას ედავება კრემლი უკრაინელ მომღერალს?

1700555145
ჯამალაჯამალაჯამალა

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნილთა სიაში შეიყვანა უკრაინელი მომღერალი ჯამალა, იგივე სუსანა ჯამალადინოვა.

კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ტასი" წერს, რომ ჯამალას ბრალად ედება რუსული არმიის შესახებ „ფეიკების“ გავრცელება.

წარმოშობით ყირიმელი თათარი ჯამალა მუსიკალური კონკურსის, ევროვიზიის გამარჯვებულია.

2016 წელს მან უკრაინის სახელით გამარჯვება მოიპოვა სიმღერით, რომელიც სტალინის მმართველობის პერიოდში ყირიმელი თათრების მასობრივ დეპორტაციას ეძღვნებოდა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 20 პირი დააკავეს

🎥 დღეს ტელევიზიის მსოფლიო დღეა - ამ დღის შემოღება 1996 წელს გაეროს ეკუთვნის

🎥 რას იწვევს თუთიის დეფიციტი ჩვენს ორგანიზმში - გიორგი ღოღობერიძის რჩევები