Digest Logo

რუსეთმა საგარეო ვალზე დეფოლტი განიცადა - Bloomberg

1656311696
კრემლი - რუსეთი

პირველად 1918 წლიდან რუსეთმა სუვერენული ვალის დეფოლტი გამოაცხადა. ამის შესახებ Bloomberg იუწყება. 

ამ ინფორმაციის მიხედვით, დეფოლტი დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა გამოიწვია. მათ დასავლელ კრედიტორებს რუსეთის ეკონომიკის დაფინანსების გზები გადაუკეტეს.

27 მაისს პროცენტების გადახდის ვადა ამოიწურა, ხოლო საშეღავათო პერიოდი კიდე ერთ თვეს გრძელდება. მას შემდეგ, რაც რუსეთმა 27 ივნისამდე 100 მლნ აშშ დოლარი არ გადაიხადა, ოფიციალური დეფოლტი გამოცხადდა.

ქვეყნის ევროობლიგაციებით ვაჭრობა მარტის შემდეგ ძალზე რთულია, რუსეთის ცენტრალური ბანკის სავალუტო რეზერვები დაყადაღებულია, ხოლო ქვეყნის უმსხვილესი ბანკები მსოფლიოს ფინანსურ სისტემას ჩამოშორდნენ.

უცხოელი კრედიტორების მიმართ დეფოლტი ბოლოს რუსეთმა 1918 წელს გამოაცხადა, როდესაც ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ ახალმა მთავრობამ მეფის რუსეთის ვალის გადახდაზე უარი განაცხადა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵27-წლიანი თანაცხოვრება, მდიდრული სახლი, წარმატებული შვილები და კრიზისული პერიოდები - რეზი არველაძის აქამდე უცნობი ამბები

🔵„სრული შოკი მივიღე... 11 ადამიანს წაუვიდა ყინვისგან გული“ - რა მოხდა დადიანების სასახლეში გამართულ მეჯლისზე

🔵„ზღაპარი გზაშია“ - ჯანეტ ქერდიყოშვილი დადიანების სასახლეში გადაღებულ ულამაზეს ვიდეოს აქვეყნებს