
საბერძნეთში სტიქიას ებრძვიან.
ძლიერი წვიმისა და ქარიშხლის შედეგად საბერძნეთში ორი ადამიანი დაიღუპა.
როგორც „ბიბისი“ იტყობინება, საბერძნეთის კუნძულ ლემნოსზე სტიქიის შედეგად დაზიანდა გზები და შენობები. განხორციელდა მოსახლეობის ევაკუაცია. სტიქიას 57 და 70 წლის კაცები ემსხვერპლნენ.
ლემნოსის გარდა, ძლიერმა ქარიშხალმა კუნძული როდოსიც დააზარალა.
ამასთან, სტიქიის შედეგად ზარალი მიადგა საბერძნეთის სიდიდით მეორე ქალაქ თესალონიკსაც.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: