საბერძნეთში ქალაქ კოსში 37 წლის ქართველი კაცი დააკავეს.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, ახალგაზრდა კაცს სამართალდამცველები ორი სახლის ძარცვას ედავებიან, საიდანაც ქართველმა სახლებიდან პლანშეტები, ყურსასმენები და ინსულინის ნემსები მოიპარა.
ბერძნული მედიის ცნობით, დაკავების დროს სხვადასხვა სახის ნაძარცვი ნივთმტკიცებად არის ამოღებული, გარდა ერთი პლანშეტისა, რომელიც მძარცველმა სავარაუდოდ გაყიდა.
საქმეს ათენის პროკურატურა იძიებს.
ჰყავდა თუ არა დამნაშავეს თანამზრახველი, ამას გამოძიება დაადგენს.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 „ვამაყობ შენით ძმაო“ - რას წერს ზაზა ფაჩულია ხვიჩა კვარაცხელიაზე