სანქტ-პეტერბურგის კაფეში აფეთქების შედეგად რუსი სამხედრო ბლოგერი, ვლადლენ ტატარსკი დაიღუპა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, აფეთქება კაფე „სტრიტ ბარში“ მოხდა.
სამართალდამცველები აცხადებენ, რომ აფეთქების სიმძლავრე 200 გრამი ტროტილის ეკვივალენტი იყო.
ტელეგრამის არხების ცნობით, ბომბი იმ ქანდაკებაში იყო დამონტაჟებული, რომელიც რუს სამხედრო ბლოგერს უცნობმა ქალმა აჩუქა.
აფეთქების შედეგად 30 ადამიანი დაშავდა, მათგან 24 საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ შორის ექვსი მძიმე მდგომარეობაშია, განაცხადეს რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროში.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 🎥 „ეს არსად არ მითქვამს, პირველად შენთან ვიტყვი...“ - რას ჰყვება ნინი ქარსელაძე
🔵 ზოდიაქოს რომელი ნიშნისთვის იქნება მნიშვნელოვანი მერკური-მარსის სექსტილის პიკი?
🔵 „ვამაყობ შენით ძმაო“ - რას წერს ზაზა ფაჩულია ხვიჩა კვარაცხელიაზე