Digest Logo

საბერძნეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

1747202056
საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საბერძნეთში, კუნძულ კასოსთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრე 6,4 მაგნიტუდა იყო. მიწისძვრის შემდეგ, ცუნამის საფრთხე  გამოცხადდა.

საბერძნეთის საგანგებო სამსახურების თანამშრომლებმა მოსახლეობას სანაპიროს დატოვება მოსთხოვეს.

კუნძული კასოსი ეგეოსის ზღვაში, კრეტასა და როდოსს შორის მდებარეობს. მისი მოსახლეობა, დაახლოებით, 1000-მდე ადამიანს ითვლის.

მიწისძვრა, როგორც აღმოჩნდა, საგრძნობი იყო თურქეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ისრაელსა და ეგვიპტეში. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕როდემდე შენარჩუნდება წვიმიანი ამინდები საქართველოში - სინოპტიკოსების პროგნოზი

⭕მტკვარში გვიან ღამით ავტომობილი გადავარდა - რამდენიმე მგზავრს მაშველები ამ დრომდე ეძებენ