
„დღეს განსჯის დღეა, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ მოიხადოთ ბოდიში, ან მოითხოვოთ. გაწმინდეთ თქვენი მენტალური სივრცე, გაათავისუფლეთ ემოციები, შიშები, წყენები“, - ამის შესახებ ასტროლოგმა და ეზოტერიკოსმა ანზორ ოდიშარიამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.
რაც შეეხება, 15 მაისის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის:
ვერძი - აზარტი, სურვილი, აგრესია მოიმატებს, ამიტომ შეგიძლიათ საკუთარ თავთან მოილაპარაკოთ, გათავისუფლდეთ და ამოისუნთქეთ.
ლომი - ენერგია სწორად მართეთ, არაკონტროლირებადი აგრესია თქვენთვის დამღუპველი იქნება, მიიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს და ნაბიჯებს, რაც თქვენ არ შეგეფერებათ.
მშვილდოსანი - დღევანდელი დღე იძლევა საშუალებას გადადგათ სწორი ნაბიჯები. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, სწავლისთვის, პროექტებისთვის.
კურო - გათავისუფლდით ფინანსური ვალდებულებისგან, ეცადეთ, მცირედით თქვენი ვალები, ვალდებულებები გადაიხადოთ.
ქალწული - ენერგია, რაც თქვენთან მოდის საშუალებას გაძლევთ შექმნათ ისეთი სამეგობრო, რაც სასარგებლო იქნება თქვენთვის.
თხის რქა - გამოხატეთ საკუთარი ძალა სწორად. ზრუნვა თქვენს ირგვლივ მყოფებზე, ავტომობილი, საცხოვრებელი, გარდერობი - ყველაფერი უნდა გადაფასდეს.
ტყუპები - ეცადეთ იყოთ განსაკუთრებულად ფრთხილად, გააქტიურდება წარსული და მისი დაძაბულობები. ადამიანები, რომელთანაც კარმული მისიები გქონდათ, გამოჩნდებიან.
სასწორი - დააბალანსეთ შინაგანი ენერგია, ფინანსური კუთხითაც შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი თავი, შეცვალოთ საფულე, განაახლოთ ანგარიში, შეცვალოთ ბარათები.
მერწყული - სიმშვიდის, სტაბილურობის დღეა, ამიტომ არ გადაიღალოთ, არ დაიძაბოთ და საკუთარ თავს გაუფრთხილდით, დაიცავით.
მორიელი - შეთავაზებები სასიამოვნო და სასარგებლო. ახალი იდეები, პროექტები, ცვლილებები, განახლებები იწყება. არ მიიღოთ პასუხისმგებლობა, რასაც ვერ შეასრულებთ.
თევზები - სწორი ემოციური მდგომარეობით გაატარეთ დღე, მარტივად, თავისუფლად. არ იძალადოთ საკუთარ თავზე.
კირჩხიბი - მნიშვნელოვანი დეტალია ის, რომ გაქვთ მაღალი მაჩვენებელი წარმატების და ასევე დანაკარგის. არ გასცეთ ფინანსები, პირობები, შეინარჩუნეთ თქვენი რესურსები. დღეს ქაოსის დღე არაა, არ გაექცეთ პრობლემას.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მე სულ დაგელოდები, სამუდამოდ და უსასრულოდ“ - რას წერს მტკვარში დაღუპული ბიჭის მეუღლე
⭕მტკვარში ქალის ცხედარი იპოვეს - იგი ავტომობილში მსხდომ პირს არ ეკუთვნის