Digest Logo

საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატების გამო კომენდანტის საათი ამოქმედდება

1633089671
სალონიკი

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, საბერძნეთში, სიდიდით მეორე ქალაქ სალონიკში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატების გამო, ღამის საათებში კომენდანტის საათი ისევ დაწესდება. 

სააგენტო „როიტერი“ წერს, რომ საბერძნეთში, ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციის ფონზე, ჩრდილოეთ ნაწილში ინფიცირების დღიური შემთხვევების რაოდენობის ზრდა შეინიშნება.

შეზღუდვები დღეიდან შევა ძალაში და ერთი კვირის განმავლობაში იმოქმედებს.

წყარო: commersant.ge