Digest Logo

სად მიაგნო პოლიციამ ხვიჩა კვარაცხელიას მანქანას - ახალი დეტალები 

1667541983
კვარაცხელია

„ნაპოლის“ გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას მანქანა რეკორდულ დროში მოიძებნა, - ამის შესახებ იტალიური მედია წერს. 

მათივე ცნობით, მანქანა ქალაქ ავერსას მახლობლად, ერთ-ერთ ქუჩაზე, მიტოვებული იპოვეს.

სამართალდამცველების თქმით, ავტომობილი კარგ მდგომარეობაშია და ის უკვე პატრონს დაუბრუნდა.

ცნობისთვის, 3 ნოემბერს ქურდებმა ნეაპოლის შემოგარენში, კუმას დასახლებაში მდებარე ფეხბურთელის სახლიდან მისი ავტომობილი Mini Countryman მოიპარეს. მომხდარის შესახებ ხვიჩა კვარაცხელიამ ადგილობრივ პოლიციას დილითვე აცნობა.

🔵ასევე დაგაინტერესებთ:

🔵ჯანეტ ქერდიყოშვილის საშემოდგომო ლუქი, რომელიც სოცქსელის იპყრობ

🔵„ოღონდ მანქანის ქურდი ქართველი არ იყოს და თუ გინდა ნახევარ სიცოცხლეს დავთმობ...“ - ნინი შერმადინი

🔵🎥 „სულ ჰარმონიაში ვცხოვრობთ 16 წელია...“ ცნობილი წყვილების ჰარმონიის საიდუმლო

წყარო: m.corrieredellosport.it