იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ქალაქ კუმაში „ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას სახლი გაქურდეს.
როგორც იტალიური მედია იუწყება, ქურდებმა ავტომობილი Mini Countryman-ი მოიპარეს.
ამ ამბავს გამოეხმაურა მომღერალი - ნინი შერმადინი და სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
„ოღონდ მანქანის ქურდი ქართველი არ იყოს და თუ გინდა ნახევარ სიცოცხლეს დავთმობ! ბიჭი საქართველოს მსოფლიოს აცნობს და აყვარებს და ჩვენ თუ მას ასე ვექცევით, მართლა მრცხვენია, ყველას მაგივრად.
დიდი იმედი მაქვს, რომ ქურდი ქართველი არ იქნება“, - წერს შერმადინი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„თამარ მაყაშვილის გამოჩესნა ეთერში ჩემთვის ნიშნავს ხმაურს და უაზრო ლაპარაკს“ - მანანა მანჯგალაძე
🔵„იძიეს შური დიდი მაესტროს ლუბიმჩიკის კარიერის დანგრევის გამო?“ - რუსუდან გოცირიძე თამარ მაყაშვილზე
🔵„ჩაიხედეთ თქვენს გულებში - საზოგადოებისგან ასეთ გადავლას არ იმსახურებდა“ - ქეთა ბარამიძე