Digest Logo

საფრანგეთის წარმომადგენელი „ევროვიზიაზე“ სექსუალურ ზეწოლაში დაადანაშაულეს

1730288371
საფრანგეთის წარმომადგენელი

ფრანგი მომღერალი Slimane, რომელიც საფრანგეთს „ევროვიზია-2024“-ზე წარმოადგენდა, სექსუალურ ზეწოლაში დაადანაშაულეს.

ამის შესახებ გამოცემა leparisien.fr იუწყება.

მომღერლის ტექნიკური გუნდის წარმომადგენელმა რამდენიმე დღის წინ სენტ-ეტიენის პროკურატურაში საჩივარი შეიტანა. მისი თქმით, ის Slimane-ის მხრიდან სექსუალური ზეწოლის მსხვერპლი გახდა და ეს ფაქტი 2023 წლის დეკემბერში მოხდა.

ინციდენტი, თითქოს, მომღერლის ერთ-ერთი კონცერტის შემდეგ მოხდა, მას შემდეგ, რაც ტექნიკური ჯგუფის წარმომადგენელი წვეულებაზე დაპატიჟეს. როდესაც კაცი ადგილზე მივიდა, Slimane-მ ის კედელთან მიიმწყვდია და ინტიმისკენ აიძულებდა. შემდეგ კი საგრიმიოროში შეათრია.

მეორე დილას დაზარალებულმა მომხდარის შესახებ თავის ხელმძღვანელობას აცნობა და ამის შემდეგ Slimane-სთან თანამშრომლობა გაწყვიტა.

Slimane-ს გუნდმა ბრალდებებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და ამას „გიჟური ისტორია“ უწოდა.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„საკმაოდ მნიშვნელოვანი დღეები გვაქვს, რაშიც ვდებთ ჩვენს ძალებს და ინვესტიციას, ის საზრდო გვეძლევა სიყვარულის ან ტანჯვის სახით“ - რას წერს ასტროლოგი

🎥 მეგობრების მოგზაურობა საბერძნეთში - მამულიჩა ათენიდან სახალისო კადრებს გვიზიარებს

რუსა ჩაჩუა დიმა ნაფეტვარიძესთან ერთად პოზირებს - ოჯახური ფოტოები სოცქსელიდან