Digest Logo

საფრანგეთში ქირურგმა 25 წლის განმავლობაში ასობით ბავშვი გააუპატიურა - უმეტესობა მათგანი ანესთეზიის ქვეშ იყო

1748598236
ქირურგი ფრაგნი

2025 წლის 28 მაისს, საფრანგეთის სასამართლომ პენსიაზე გასულ ქირურგ ჟოელ ლე სკუარნეკს ასობით პაციენტის გაუპატიურებისთვის 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ამის შესახებ იუწყება France24.

74 წლის ქირურგს მანამდე, 2020 წელს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ოთხი ბავშვის, მათ შორის მისი ორი დისშვილის, გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობისთვის.

მიმდინარე სასამართლო პროცესის დროს მან აღიარა, რომ 1989-დან 2014 წლამდე პერიოდში საავადმყოფოებში 299 პაციენტზე (მათგან 15 წლამდე ასაკის 256 ბავშვი) სექსუალური ძალადობა ან გაუპატიურება განახორციელა.

მისი მსხვერპლთა უმეტესობა ანესთეზიის ქვეშ იმყოფებოდა ან ოპერაციის შემდეგ იღვიძებდა.

ლე სკუარნეკმა თავისი დანაშაულები დოკუმენტირება მოახდინა, ჩაიწერა სახელები, ასაკი, მისამართები და ძალადობის ხასიათი.

თავის ჩანაწერებში ექიმმა თავი „დიდ გარყვნილად“ და „პედოფილად“ მოიხსენია და აღიარა, რომ „ამით ძალიან ბედნიერი“ იყო.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „არავითარ შემთხვევაში აღარ მივიღებ დედას, დაბლოკილი მყავს „ფეისბუკზე“...“ - რას ჰყვება თამუნა მუსერიძე

რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის ძილის პოზას და საწოლის რა ნაწილს ირჩევს დასაძინებლად აქტიური, მხიარული და თავდაჯერებული ადამიანი

🎥 „შენ ხარ მთავარი მმართველი სტრუქტურა, რომელიც აკონტროლებს ამ ყველაფერს... თუ ამას გავიგებთ, ყველაფერი გადავა მეორე ფლანგზე“ - რას ამბობს ნუცა შანშიაშვილი