Digest Logo

საფრანგეთში სიცოცხლის ნებაყოფლობითი დასრულება ლეგალიზებული გახდა

1784198980
საფრანგეთ

„საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მრავალწლიანი დებატების შემდეგ ევთანაზია დააკანონა“, - ამის შესახებ BBC იუწყება.

კანონპროექტი საფრანგეთის სრულწლოვან მოქალაქეებზე ვრცელდება, რომლებსაც განუკურნებელი, მძიმე სენი აქვთ. სავალდებულო პირობა იქნება მუდმივი ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ტანჯვა, რომლის შემსუბუქებაც მკურნალობით შეუძლებელია.

ადამიანმა, რომელსაც ევთანაზიის გამოყენება სურს, წინასწარ უნდა მიმართოს ექიმების კომისიას და თანხმობის შემთხვევაში, სასიკვდილო ინიექცია ორგანიზმში თავად უნდა შეიყვანოს.

ექიმს ან მედდას ინიექციის გაკეთება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლებათ, თუ პაციენტს ამის დამოუკიდებლად გაკეთება ფიზიკურად არ შეუძლია.

პაციენტს გადაწყვეტილების მისაღებად 15 დღის ვადა აქვს.

საფრანგეთი მე-11 ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ევთანაზია დაშვებულია. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕როგორ გავააქტიუროთ 16 ივლისის ენერგიები: „წარმოთქვით ხმამაღლა სამჯერ - მშვიდად, თავდაჯერებულად და კეთილი განწყობით“

⭕„გილოცავ ჩემო ყველაზე ერთგულო, კეთილო და საუკეთესო ადამიანო“ - დათუნა მგელაძე იუბილარია, როგორ მიულოცა მეუღლემ დაბადების დღე

⭕„ძალიან უხდებით ერთმანეთს“ – შოუბიზნესში ახალი წყვილია, გიორგი კელაპტრიშვილმა ცირა კობიაშვილთან ურთიერთობა გაასაჯაროვა