Digest Logo

სახლი, სადაც არასრულწლოვან გოგონებს და ქალებს აუპატიურებდნენ, დაანგრიეს

22/4/2021 • 14:01
პოლიცია

აშშ-ში, ფლორიდაში არსებული მდიდრული სახლი, სადაც პროკურორების თქმით, ჯეფრი ეპშტეინი არასრულწლოვან გოგონებს და ქალებს წლების განმავლობაში აუპატიურებდა, დაანგრიეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. 

დეველოპერმა ტოდ მიშელმა სახლი $18,5 მილიონად შეიძინა და მისი დანგრევა მარტში გადაწყვიტა.

გაყიდვისას მიღებული თანხა, კომპენსაციის სახით, დაზარალებულ ოჯახებს გადაეცა. ასევე გაიყიდა მანჰეტენზე არსებული ეპსტეინის სახლი $50 მილიონად. მიღებული თანხა ასევე მსხვერპლების ოჯახს გადაეცა.

შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, ჯეფრი ეპშტეინი, რომელიც პირად კუნძულს ფლობდა, რამდენიმე წლის წინ პედოფილიაში ამხილეს, 2019 წლის 10 აგვისტოს კი მან ციხეში თავი მოიკლა.

გამოძიების ინფორმაციით, იგი თავისი გავლენებით სარგებლობდა და არასრულწლოვანი გოგონები კუნძულზე პირადი თვითმფრინავით გადაჰყავდა, სადაც მსოფლიო ელიტა იკრიბებოდა. სამართალდამცველის ცნობით, რამდენიმე მსხვერპლი გოგონა 14 წლის იყო.