
სამხრეთ კორეის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში რამდენიმე ტყის ხანძრის შედეგად სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ხელისუფლების ცნობით, მსხვერპლთა უმეტესობა 60-70 წლისაა. ხანძრის შედეგად დაახლოებით 26 ადამიანი დაშავდა - მათგან 12 მძიმე მდგომარეობაშია. ტყის ხანძრებმა 23 000-ზე მეტი ადამიანი აიძულა, სახლები დაეტოვებინა.
ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ჰან დაკ-სოომ მას „ერის ისტორიაში ყველაზე ცუდი ტყის ხანძარი უწოდა“.
ხანძარმა გაანადგურა 1300 წლის გუნსას ტაძარი ქალაქ უისეონგში, საიდანაც მრავალი კულტურული რელიკვია უსაფრთხო ადგილას გადაიტანეს.
ხელისუფლების განცხადებით, ხანძარი სანჩეონგის საგრაფოში 21 მარტის შუადღისას გაჩნდა და მოგვიანებით უისეონგის საგრაფოში გავრცელდა. ძლიერი და მშრალი ქარის გამო, ხანძარი ვრცელდება მეზობელ საგრაფოებში - ანდონში, ჩეონგსონგში, იონგიანსა და იონგდეოკში, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო Yonhap.
ცეცხლის ჩაქრობაში ათასობით მეხანძრე და დაახლოებით 5 000 სამხედრო პერსონალია ჩართული, ასევე, კორეაში განლაგებული აშშ-ის სამხედრო ვერტმფრენები.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „პირველად ვხვდები ბაბუა“ - ზურა მანჯავიძე შვილიშვილის მოლოდინშია