
16 წლის ქართველი გოგონას სრულიად შეცვლილი ცხოვრება - ხელოვნური ყბის სახსარი და უნიკალური ოპერაცია, რომელიც თურქმა ქირურგმა სრულიად უსასყიდლოდ ჩაატარა.
მედიცინის კიდევ ერთი დიდი გამარჯვების ისტორია და ექსკლუზიური ინტერვიუ ქირურგ ალთან ვაროლთან „იმედის დილამ“ ჩაწერა.
„ამ ტიპის ოპერაციებს ხშირად ვაკეთებ, ბევრი ქვეყნიდან ჩამოდის რთული პაციენტები.
მარიამის ოპერაცია წინასწარ დავგეგმეთ, მას ადრე ჩაუტარდა ოპერაცია მაგრამ არ ჰქონდა შედეგი, ეს კი კარგი დაგეგმარება იყო. პროცესი რთული აღმოჩნდა, თუმცა ყველაფერი კარგად დასრულდა.
მარიამის ეს მდგომარეობა მის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიდა, გადაუდებელი სიტუაციის დროს ეს სერიოზულ სიცოცხლის რისკს წარმოადგენს და შესაძლოა პაციენტი დაიღუპოს. ჩვენი მთავარი მიზანი კი არის, პაციენტის პირის სწრაფად გახსნა და მას დაუბრუნდეს ნორმალური ფუნქცია.
რადგან მარიამი 16 წლის არის, მას აღარ დასჭირდება პროთეზის შეცვლა, თუმცა წლების შემდეგ ეგ უკვე პაციენტზე იქნება დამოკიდებული. მარიამის რეაბილიტაციის პროცესი კარგად მიმდინარეობს, მას პირის გაღება უკვე შეუძლია, ბავშვი ნორმალურად იკვებება და ახლა არანაირი პრობლემა არ არსებობს“, - ამბობს ექიმი.
მან ასევე ისაუბრა გადაცემაში თუ რატომ არ აიღო მარიამის ოპერაციაში თანხა.
„ბევრი გაჭირვებული პაციენტი მოდის და ვცდილობ მათ დახმარებას, ამისგან არ ველოდები განსაკუთრებულ სარგებელს, რადგან დიდ მადლიერებას ვგრძნობ იმით, რაც მაქვს. ვფიქრობ, როდესაც ადამიანს ნამდვილად სჭირდება დახმარება მჯერა ეს ჩვენი ვალია.
უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი ფული არაა და თუ ერთი ადამიანის ცხოვრებაში, რაიმე ცვლილება შევძელი ეს უკვე უდიდესი ბედნიერებაა “, - ამბობს ალთან ვაროლი.
ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ ფოტოგრაფმა „დანტესმა“ კიდევ ერთი ქველმოქმედების ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მოთხრობილი იყო ქუთაისელ მარიამზე, რომელსაც სახის ძვლების პრობლემა ჰქონდა. მოგვიანებით, კი გაირკვა, რომ თურქეთში მცხოვრები ექიმი მედეა იობაშვილი მარიამს დაეხმარებოდა შუამდგომლობაში, რომ თურქ პლასტიკურ ქირურგს მისთვის შეღავათიან ფასად სახის ოპერაცია ჩაეტარებინა.
ამ ამბების შემდეგ 16 წლის მარიამისთვის გაერთიანდა საზოგადოება, მათ შორის ცნობილი სახეებიც, მეზობლები და უცნობი ადამიანები, რომელთაც ოპერაციისთვის საჭირო თანხა შეაგროვეს.
მარიამს 20 მარტს სტამბოლში 7 საათიანი ოპერაცია ჩაუტარდა. თურქეთში გახლავთ თავად დანტესიც, რომელიც ეტაპობრივად უზიარებდა საზოგადოებას ოპერაციის შესახებ ინფორმაციას.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „არ არის სასურველი სამსახურში გამოიჩინოთ ინიციატივა“ - 26 მარტის ასტროპროგნოზი ნინა სუსლოვასგან