სელინ დიონმა პარიზის მოდის კვირეული საზოგადოებისთვის მოულოდნელი გამოსვლით გახსნა - მან თავისი 2002 წლის ჰიტი I’m Alive ქალაქის ცნობილ ეიფელის კოშკთან შეასრულა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
კანადელი ვარსკვლავი, რომელსაც 2022 წელს იშვიათი ნევროლოგიური დაავადების - Stiff Person Syndrome - დიაგნოზი დაუსვეს, სცენაზე L’Oréal-ის ყოველწლიური ჩვენების დასასრულს გამოვიდა.
მომღერალს შავი, ხავერდისგან დამზადებული, სრულსიგრძიანი, დრაპირებული კაბა ეცვა. მოგვიანებით მას შეუერთდნენ ფრანგული ბრენდის ცნობილი ელჩები, მათ შორის ვიოლა დევისი, სიმონ ეშლი და ევა ლონგორია.
დიონმა ამ თვის დასაწყისში დაბრუნების კონცერტიც გამართა. ეს იყო მისი პირველი გამოსვლა 2020 წლის შემდეგ, როდესაც მან ნიუ-ჯერსიში იმღერა. სწორედ ამის შემდეგ COVID-19-ის პანდემიამ მისი საკონცერტო ტურნე შეაჩერა.
პარიზის მოდის კვირეული, რომელიც ქალთა 2027 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციებს წარმოადგენს, 6 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რატომ გღალატობს კაცი, როცა სიყვარულს გეფიცება? - ფსიქოლოგ გიორგი რაზმაძის განმარტება
⭕ „მოიწესრიგეთ თავი და განწყობა შეიქმენით!...“ - 4 ოქტომბრის ენერგიები
⭕„ნუ გახდებით მხოლოდ ემოციების ამარა“ – რას გვირჩევს ლევან შელეგია კრიზისულ პერიოდში
წყარო: imedinews.ge