Digest Logo

შვეიცარიაში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა - მიმდინარეობს დამნაშავის ძებნა

1788082080
პოლიცია

შვეიცარიის ჩრდილოეთში ღამით გამართულ ღონისძიებაზე სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე ხუთი კი დაშავდა. მათგანი ზოგიერთი მძიმე მდგომარეობაშია, წერს BBC-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით.

„უცნობი დამნაშავის ძებნა მიმდინარეობს. შესაძლო მოტივები, ასევე, დანაშაულის ზუსტი გარემოებები ჯერჯერობით უცნობია“, - ნათქვამია აარგაუს კანტონის პოლიციის განცხადებაში.

სამართალდამცველების ინფორმაციით, სროლა ციურიხის დასავლეთით დაახლოებით 46 კილომეტრში, აარაუს მუნიციპალიტეტის შახენში მდებარე იპოდრომთან მოხდა.

მედიის ცნობით, ტერიტორიაზე ელექტრონული მუსიკის მასშტაბური ღონისძიების ჩატარება იყო დაგეგმილი.

იპოდრომის, ქალაქის საცურაო აუზისა და სპორტული მოედნის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია. პოლიციის ცნობით, „სიფრთხილის მიზნით“ ოფიცრების დიდი კონტინგენტია განლაგებული აარაუს ფარგლებს გარეთაც.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „არსად არ მილაპარაკია ამაზე, მაგრამ დასამალი ნამდვილად არაფერია“ - რას ჰყვება გვანცა დარასელია

⭕„საწოლის ქვეშ მოათავსეთ...“ - მარტივი პრაქტიკა სიუხვისა და კეთილდღეობისთვის

⭕რისი გაკეთება კარგი და რისგან უნდა შეიკავოთ თავი? - თაკო მელიქიშვილი 30 აგვისტოს ენერგიებზე