ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ ხანდაზმული ადამიანები გაცილებით ნელა კარგავენ კოგნიტიურ უნარებს, თუ შვილიშვილებთან ხშირად ურთიერთობენ. კვლევის შედეგები ჟურნალში Psychology and Aging გამოქვეყნდა.
ნიდერლანდების ტილბურგის უნივერსიტეტის მეცნიერები 6 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ 3 ათას ხანდაზმულს, რომელთა საშუალო ასაკი 67 წელი იყო. პენსიონერებს რეგულარულად უტარებდნენ გამოკითხვებს და კოგნიტიურ ტესტებს მახვილგონიერებისა და მეხსიერების შესამოწმებლად.
აღმოჩნდა, რომ პენსიონერები, რომლებიც დროს შვილიშვილებთან ერთად ატარებენ, უფრო დიდხანს ინარჩუნებენ ახალი ინფორმაციის დამახსოვრებისა და სწრაფად მეტყველების უნარს. ამასთან, ურთიერთობის სიხშირესა და ფორმატს მნიშვნელობა არ აქვს.
მაგალითად, ზოგიერთ პენსიონერს, რომელსაც შვილიშვილები ჰყავს, დაკვირვების პერიოდში მეტყველების სისხარტის დონე თითქმის არ შეუმცირდა. ამავდროულად, მათ თანატოლებში, რომლებსაც ახალ თაობასთან კონტაქტი არ ჰქონდათ, ეს მაჩვენებელი თითქმის 4%-ით დაეცა.
მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ ეს ეფექტი უფრო მეტად ქალებისთვისაა დამახასიათებელი, ვიდრე კაცებისთვის. ფსიქოლოგების აზრით, ეს იმითაა განპირობებული, რომ შვილიშვილების აღზრდა უფრო ხშირად ბებიებს ეკისრებათ, რომლებიც, როგორც წესი, პროცესში უფრო მეტად არიან ჩართულები, ვიდრე პაპები.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„დაგჭირდება 2 თეთრი სანთელი...“ - წყვილების შერიგების რიტუალი
⭕სასიყვარულო რიტუალი — ურთიერთობის გასაძლიერებლად ან ახალი სიყვარულის მოსაზიდად