Digest Logo

🎥 სკანდალური ფარული ჩანაწერი – ვინ არის ქართველი მომვლელი ქალი, რომელიც იტალიაში მოხუცზე ძალადობისთვის დააკავეს

1681122018
იტალიაიტალია

იტალიის სასამართლოში ასამართლებენ 36 წლის ქართველ ქალს, რომელსაც ბრალად ედება მოხუცზე ძალადობა და უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის განსაცდელში მიტოვება. საქართველოს მოქალაქე გოია ტაუროს დასახლებაში მომვლელად მუშაობდა. ის 88 წლის ლოგინად მყოფ ქალს უვლიდა.

ქალის ახლობლებმა შენიშნეს, რომ მოხუცის მდგომარეობაში ყოველდღიურად უარესდებოდა და მომვლელის კეთილსინდისიერებაში ეჭვი შეიტანეს. ოჯახმა საქმეში ადგილობრივი პოლიცია ჩართო. სამართალდამცველებმა სახლში ფარული სათვალთვალო მოწყობილობა დაამონტაჟეს, რის შედეგადაც გაირკვა, რომ ქართველი მომვლელი მოხუცზე ფიზიკურად ძალადობდა, ღამის საათებში მას მარტო ტოვებდა და შინ მხოლოდ, გამთენიისას ბრუნდებოდა.

კარაბინერებმა საქართველოს მოქალაქე სხვა მისამართზე დააკავეს, სადაც ის ასევე ოჯახის დამხმარედ მუშაობდა.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ტყუილია მეგობრებო, არ დაიჯეროთ“ - ნანუკა ჟორჟოლიანი საგანგებო ვიდეომიმართვას ავრცელებს

🔵„გიო ბოლომდე ებრძოლა მძიმე სენს, ერთი თვე უთხრეს და მას შემდეგ 9 თვე იცოცხლა...“ - მაია ჯორჯაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

🔵„სულ მეგონა, რომ ამ ფოტოზე ამ გოგოს საქართველოს ძველი დროშა ეჭირა ხელში. დღეს გავიგე, რომ...“ - რას წერს მერაბ მეტრეველი