Digest Logo

სროლა თურქეთის ერთ-ერთ სკოლაში - არიან დაშავებულები

1776160215
თურქეთში სასწრაფო

თურქეთის ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად, სულ მცირე, 16 ადამიანი დაშავდა, თავდამსხმელმა კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, სასწავლო დაწესებულებაში ცეცხლი უმისამართოდ გახსნა ამავე სკოლის ყოფილმა მოსწავლემ. შემთხვევა შანლიურფის პროვინციაში, სივერეკის რაიონში მდებარე ერთ-ერთ საშუალო სკოლაში მოხდა.

გავრცელებული ცნობით, შეიარაღებულმა პირმა სროლის შემდეგ ჯერ სკოლის შენობაში დამალვა სცადა, შემდეგ კი დანებებაზე უარი თქვა და თავი იმავე იარაღით მოიკლა.

შანლიურფის პროვინციის გუბერნატორის ჰასან სილდაკის განცხადებით, დაშავებულებს შორის ათი მოსწავლე, ოთხი მასწავლებელი, სასადილოს თანამშრომელი და ერთი პოლიციელია. როგორც მედია წერს, ერთ-ერთი მასწავლებლის მდგომარეობა მძიმეა.

თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით გაურკვეველია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„მუდამ იბრწყინე“ - შორენა ბეგაშვილი თბილისშია, ნახეთ მოდელის ახალი კადრები

⭕მოულოდნელი შეხვედრები, ფინანსური წარმატება და ახალი შეთავაზებები - როგორი იქნება 13-19 აპრილის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

⭕„დღეს ბარაქა მოდის მათთან, ვინც მოქმედებს ჩუმად, ეხმარება სხვებს და ენდობა თავის ხილვებს“ - 14 აპრილის კოსმოსური ამბები