მოდელი, ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია ხშირად მოგზაურობს და საქართველოში ძალიან ცოტა დროს ატარებს, ამჯერად სამშობლოშია და ახალ კადრებს გვიზიარებს, რომელიც თბილისშია გადაღებული.
იგი როგორც ყოველთვის შესანიშნავ ფორმაშია და კადრებმა დიდი მოწონება დაიმსახურა.
„მიყვარს“,
„შეუდარებელი ხარ“,
„გამორჩეული გოგო“,
„მუდამ ანათებს“,
„მუდამ იბრწყინე ბედნიერებისგან“, - წერენ კომენტარებში.
ცნობისთვის, შორენა ბეგაშვილის ცხოვრებაში დიდი სიახლეა. მოდელს 4-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, რჩეულმა 14 თებერვალს ხელი სთხოვა.
იგი ბიზნესმენ მამუკა ურუშაძეზეა შეყვარებული, რომელიც 67 წლის არის. გავრცელებული ინფორმაციით, ურუშაძე რამდენიმე ბიზნესშია ჩართული, მათ შორისაა ბინების მშენებლობა და ის ასევე ერთ-ერთი ძალიან ცნობილი ონლაინ ტოტალიზატორის წილის მფლობელია. შეგახსენებთ, რომ შორენა ბეგაშვილი 44 წლისაა. წყვილს შორის ასაკობრივი სხვაობა 23 წელია.


⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 14 აპრილს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით