Digest Logo

სტამბოლში, სასტუმროს ნომერში, 15 და 17 წლის ჰოლანდიელი ტურისტები გარდაცვლილი იპოვეს - ისინი ძმები არიან

1756058443
ტურისტები გარდაცვლილი იპოვეს

თურქეთში, ქალაქ სტამბოლის სასტუმროს ნომერში, ორი ჰოლანდიელი მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, 15 და 17 წლის მოზარდები ძმები არიან. მათი 57 წლის მამა, სასწრაფო დახმარების ავტომობილით, შოკურ მდგომარეობაში, კლინიკაში გადაიყვანეს.

გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, მოზარდების გარდაცვალების მიზეზი საკვებით მოწამვლაა, რომელიც მათ ადგილობრივ რესტორანში, პარასკევს საღამოს გასინჯეს.

მამის თქმით, მან პარასკევს საღამოს შვილები რესტორანში წაიყვანა, თუმცა თვითონ კერძი არ გაუსინჯავს.

სასტუმროს თანამშრომლის თქმით, მან მამაკაცის ხმა გაიგონა, რომელიც შველას ითხოვდა და ოთახში შესვლის დროს უგონო მდგომარეობაში მყოფი ერთი მოზარდი იატაკზე იპოვა, ხოლო მეორე საწოლში, მამა კი შოკურ მდგომარეობაში იყო.

თურქეთის პოლიციამ გამოძიება საკვებით სავარაუდო მოწამვლის ფაქტზე დაიწყო.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕სენაკში ქალი ჭაში გარდაცვლილი იპოვეს

🎥 „ცუდად თუ იქნებიან - ვუშველი...“ - რატომ უნდა ანა სულაბერიძეს ექიმობა

⭕„დაგვტოვა“ - ნინო სურგულაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს