
ნინო სურგულაძე, რომლის ხმა მსოფლიოში გაისმა ყველა დროის უმშვენიერესი მეცო-სოპრანოა, სოციალურ ქსელში პერიოდულად საზოგადოებას საკუთარ ფოტოებს და სიახლეებს უზიარებს ხოლმე.
ამჯერად იგი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას აქვეყნებს:
„დღეს დაგვტოვა რუსუდან ინწკირველმა, არაჩვეულებრივმა ადამიანმა და ქალბატონმა, მეცნიერმა და უბრალოდ ჩემი მეუღლის საყვარელმა მამიდამ. დღეს კონსტიტუციის მიღების დღეა და ამ მოვლენასთან კი პირდაპირი კავშირი ჰქონდა დიდ იურისტს რუსუდანის მამას ბატონ გივი ინწკირველს. დღეს კი ისინი ერთად არიან იმიერ სამყაროში.
ამ ქალბატონმა დიდი სიყვარული დატოვა ქალაქ თბილისში, მეგობრებთან, თანამშრომლებთან და უპირველესად ჩემი მეუღლის და ჩვენი ოჯახის გულში.
ბოლო წლები ის უმძიმეს დაავადებას ებრძოდა მთელი ჟინით და შემართებით, მაგრამ ვერ გაიმარჯვა.
ღმერთმა გაანათლოს მისი უკვდავი სული!
მადლობა სიყვარულისთვის რუსუდან!
პანაშვიდი ხვალ წმინდა პანტელეიმონის ეკლესიაში ( ვერის სასაფლაოზე) 16:00-დან 19:00 საათამდე.
დაკრძალვა ასევე წმინდა პანტელეიმონის ტაძრიდან სამშაბათს 14:00 საათზე“, - წერს ნინო სურგულაძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მშვიდად განისვენე...“ - მარიამ შენგელია მეგობარს ემშვიდობება