Digest Logo

„სცენაზე დაბრუნება...“ - 56 წლის ჯენიფერ ლოპესი ახალ კადრებს აქვეყნებს

1750267242
ჯენიფერ ლოპესი

ამერიკელი მსახიობი, მომღერალი, კომპოზიტორი, მოცეკვავე და დიზაინერი ჯენიფერ ლი ლოპესი იგივე „ჯეილო“ 56 წლის გახლავთ. იგი ამჯერად სოციალურ ქსელში ახალ კადრებს აქვეყნებს, რომელზედაც წერს:

„სახლში გულისცემის ტემპით გაჩერება... შემდეგ კი სცენაზე დაბრუნება“, - წერს ჯენიფერ ლოპესი ფოტოებზე.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი ოფიციალურად დაშორდებიან. ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი წყვილის განქორწინების ამბავს მსოფლიო მედიაც გამოეხმაურა.

საერთაშორისო პრესის ცნობით, ჯეილომ განქორწინების მოთხოვნით საბუთები ლოს-ანჯელესის სასამართლოში 20 აგვისტოს შეიტანა. თარიღი სიმბოლურია, 2 წლის წინ მან და ბენ აფლეკმა საქორწინო ფიცი სწორედ 20 აგვისტოს დადეს.

დაშორების მთავარ მიზეზად მომღერალმა - „გადაულახავი დაბრკოლება“ დაასახელა. როგორც ლოპესთან დაახლოებული პირი ჰყვება, ჯეილო იმედგაცრუებული და გულგატეხილია. ოჯახის შესანარჩუნებლად მან ყველაფერი გააკეთა, თუმცა აფლეკს ამის სურვილი არ ჰქონდა.

სასამართლო დოკუმენტებში ასევე ნათქვამია, რომ ლოპესს ერთობლივი ქონების გაყოფა სურს.

ამას ემატება ფაქტი, რომ ცოტა ხნის წინ ბენ აფლეკი პაპარაცებმა სხვა ქალთან ერთად დააფიქსირეს. ჯერ განქორწინება დასრულებული არ არის, მაგრამ ის უკვე სხვა ქალთანაა. მისი ახალი რჩეული აშშ-ს 35-ე პრეზიდენტის, ჯონ კენედის ძმის შვილი კეტრინ ალექსანდრა კიკ კენედია.

იხილეთ კადრები:👇

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ნეაპოლში საქართველოს მოქალაქე გაუჩინარდა – ოჯახი დახმარებას ითხოვს

🎥 „რა ღირებულებებითაც ვცხოვრობდი ამ ქვეყანაზე, ის ღირებულებები დამინგრიეს...“ - ლუკა კურტანიძის შოკის მომგვრელი ინტერვიუ „ნოესთან“

⭕ „შეუდარებელი ქალი“ - ალექსანდრა პაიჭაძე ცეცხლოვან კადრებს აქვეყნებს