Digest Logo

სუპერმოდელ სინდი კროუფორდის ვაჟი, პრესლი გერბერი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

1789973009
სინდი კროუფორდის ვაჟი

ცნობილი ამერიკელი სუპერმოდელის, სინდი კროუფორდისა და ბიზნესმენ რანდე გერბერის უფროსი ვაჟი, ყოფილი მოდელი პრესლი გერბერი, 27 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ლოს-ანჯელესის ოლქის სამედიცინო ექსპერტის ჩანაწერების თანახმად, 2026 წლის 20 სექტემბერს პრესლი კალიფორნიაში მდებარე სარეაბილიტაციო ცენტრში გარდაიცვალა. სიკვდილის ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით არ სახელდება. 

ოჯახის წარმომადგენელმა ელის ჯენკინსმა მედიისთვის გავრცელებულ განცხადებაში დაადასტურა ტრაგიკული ცნობა და აღნიშნა:

„ოჯახი ითხოვს კონფიდენციალურობას ამ ძალიან მძიმე და მტკივნეულ პერიოდში“.

პრესლი გერბერი წლების განმავლობაში ღიად საუბრობდა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან, დეპრესიასთან და დამოკიდებულებებთან ბრძოლაზე. ის სოციალურ ქსელებში ხშირად უზიარებდა გამომწერებს საკუთარ გამოცდილებას, რათა მსგავს მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს დახმარებოდა.

პრესლი გერბერი 1999 წელს დაიბადა. მან სამოდელო კარიერა 15 წლის ასაკში დაიწყო და თანამშრომლობდა ისეთ ცნობილ ბრენდებთან, როგორებიცაა Moschino, Calvin Klein, Dolce & Gabbana და Celine

წყარო: www.theguardian.com