Digest Logo

ტეილორ სვიფტმა „ჰელენისა“ და „მილტონის“ გამო დაზარალებულების დასახმარებლად $5 მილიონი გაიღო

1728552100
ტეილორ სვიფტი

ფლორიდაში ქარიშხალი „მილტონი“ მძვინვარებს. ბოლო მონაცემებით, სტიქიის გამო შტატში 2 მილიონზე მეტი შენობა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

ამერიკელმა მომღერალმა ტეილორ სვიფტმა ბოლო 2 კვირის განმავლობაში ამერიკაში მძვინვარე ქარიშხლების „ჰელენისა“ და „მილტონის“ გამო დაზარალებულების დასახმარებლად 5 მილიონი დოლარი გადარიცხა.

მომღერალმა თანხა ორგანიზაციაში „ვაჭმევთ ამერიკას“ ჩარიცხა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ორგანიზაციის დირექტორმა გამოაქვეყნა და სვიფტს დონაციისთვის მადლობა გადაუხადა.

მომღერალმა მსგავს ქველმოქმედებაში მონაწილეობა წარსულშიც მიიღო - 2023 წლის დეკემბერში მან ტენესიში ქარიშხლით დაზარალებულების დასახმარებლად $1 მილიონი გადარიცხა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „კიდევ ერთი ოცნება აუსრულდა დათის… “ – რა საჩუქარი მიიღო ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულმა დათი ქოქრაშვილმა

🎥 „ადამიანები თქვენ ირგვლივ შეიცვლებიან და ერთი მეორეს ჩაანაცვლებს“ - 10 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ანზორ ოდიშარიასგან

საბერძნეთის ნაკრების ფეხბურთელი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს - ჯორჯ ბალდოკმა ბოლოს საქართველოსთან გამართულ მატჩში ითამაშა

წყარო: imedinews.ge