Digest Logo

ტეილორ სვიფტმა ნიუ-იორკს 160 000 დოლარი გადაუხადა, რათა მისთვის ქალაქის ცენტრში ქორწილის ჩატარების უფლება მიეცათ

1783763779
ტეილორ სვიფტი

ცნობილმა ამერიკელმა მომღერალმა ტეილორ სვიფტმა ნიუ-იორკს 160 000 დოლარი გადაუხადა, რათა მისთვის ქალაქის ცენტრში გრანდიოზული ქორწილის ჩატარების უფლება მიეცათ. ამის შესახებ ნიუ-იორკის მერმა, ზოჰრან მამდანიმ განაცხადა. ინფორმაციას abcnews ავრცელებს.

ამ თანხებით, სხვა ხარჯებთან ერთად, პოლიციის თანამშრომელთა ზეგანაკვეთური მუშაობის ანაზღაურება მოხდა. საბოლოო ნებართვა ცერემონიამდე რამდენიმე დღით ადრე იყო მიცემული.

აშშ-ში ეს სტანდარტული პრაქტიკაა. ქალაქი ხშირად ითხოვს თანხას რომელიმე მსხვილი ღონისძიების ჩატარების ორგანიზატორისგან, როდესაც ამისთვის ქუჩების გადაკეტვა, დამატებითი მუნიციპალური სამსახურების მუშაობა და საზოგადოებრივი წესრიგის გაძლიერება არის აუცილებელი.

ტეილორ სვიფტმა და ნაციონალური საფეხბურთო ლიგის ვარსკვლავმა, ტრევის კელსიმ 3 ივლისს იქორწინეს. ცერემონია მანჰეტენში, მედისონ-სკვერ-გარდენის სპორტულ კომპლექსში გაიმართა. ქორწილს 1000-მდე სტუმარი ესწრებოდა, რომელთა შორის ცნობილი მსახიობები, მუსიკოსები და სპორტსმენები იყვნენ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „იმდენი უნდა გავაკეთო, რომ გონაშვილივით დავრჩეო...ეს მისი ბოლო სიტყვები იყო“ - მელიტა ფურცელაძე ლევან კბილაშვილზე

⭕ „უკეთ მუშაობს დიპლომატია“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი

⭕ დღეს, 11 ივლისს თბილისში RAF Georgia-ს ტურნირი გაიმართება